08.12.2024

10 მაისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექია მოსალოდნელი. 7-8 მაისს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში თოვლჭყაპი იქნება.

„ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება ჯერ მოსალოდნელი არ არის. 10 მაისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ხვალ ინტენსივობა შესუსტდება, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში შეწყდება.

დედაქალაქში სუსტი წვიმა შენარჩუნდება. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში გაძლიერდება“,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img