20.04.2024
- Advertisement -spot_img

14 წლის შემდეგ, Spice Girls-ი პირველად ახალ სიმღერას გამოუშვებს

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს. ძალიან პოპულარული და ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Spice Girls ახალ სიმღერას თავისი პოპულარული სიმღერის Wannabe 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად უშვებს. ამის შესახებ Buzzfeed-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 2007 წელს ჩაწერილ სიმღერაზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოცემულა. კომპოზიცია Feed Your Love ჯგუფის წევრებმა Wannabe-ს თანაავტორებთან – რიჩარდ სტენარდთან და მეტ როვთან ერთად დაწერეს. სიმღერა ჯგუფის 2007 წლის ალბომისთვის Greates Hits ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ მისი ტრეკ-ლისტიდან ამოღება გადაწყდა.

ვიქტორია ბექჰემი ჯგუფის ბოლო ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა Feed Your Love-ზე ისიც მუშაობდა. ეს Spice Girls-ის პირველი ახალი კომპოზიციაა ბოლო 14 წლის განმავლობაში. სიმღერის მოსმენა 9 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img