24.04.2024
- Advertisement -spot_img

18-კაციანმა ტურისტულმა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტზე უარი თქვა

მარია დარჩიევი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტებისთვის სხვადასხვა ტურებს აორგანიზებს, ამბობს, რომ 5 ივლის, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, გერმანელმა და რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაგეგმილ ტურზე უარი განაცხადეს. 

როგორც დარჩიევი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, 18-კაციანი ჯგუფი მას საქართველოში უნდა ჩამოეყვანა, თუმცა დღეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ რადიკალების შიშით ტურისტებმა ჩამოსვლა გადაიფიქრეს. მისი თქმით, აღნიშნული ტურის გაუქმების შედეგი – რამდენიმე ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროს დაკარგვა და სასტუმროების ფინანსური ზარალია.

“2013 წლიდან ვარ Personal Trip Planner და ვმუშაობ კონკრეტულ ჯგუფებთან (ძირითადად ამერიკელი ებრაელები, ამერიკელი ლიბერტარიანელები, რუსეთის ებრაელები/ოპოზიცია).

4 ივლისს ჩემი სტუმრების რეკომენდაციით, გერმანიიდან დამიკავშირდნენ, მთხოვეს ტურის დაორგანიზება 18-წევრიანი ჯგუფისთვის (გერმანია/სანქტ-პეტერბურგი). ამ დროს კაჭრეთში ვიყავი და შევთანხმდით, რომ 10 ივლისს გვექნება ქოლი და დეტალებს გავივლით.

დღეს ქოლი აღარ გვქონდა. მომწერა ორგანიზატორმა, მომიხადა ბოდიში და თქვა რომ “იმ ამბების მერე” გადაიფიქრეს, რადიკალებმა რამე არ გვიქნანო, მაგალითად, რუსულად რომ ვლაპარაკობთ ამის გამო არ გვცემონო. ანუ ამ ჯგუფში არის განსხვავებული ხალხი: ებრაელები, რუსები, ევროპელები, ტატუებით, შეიძლება გრძელი/ფერადი თმით, შეიძლება სხვა რელიგიის სიმბოლიკით, შეიძლება ლგბტ თემის წარმომადგენლებიც, შეიძლება კაცები, რომლებიც თხელ სიგარეტს ეწევიან, რავი. ხო და ამ ხალხს აქ ჩამოსვლა აღარ უნდა, რომ განსხვავებულობის გამო მათზე არ იძალადონ.

მე პირადად დავკარგე რამდენიმე ათასი ლარი. სასტუმროებმა (თბილისში, სვანეთში) დაკარგეს რამდენიმე ათასი ლარი. მე ვეღარ დავასაქმებ გიდებს, მძღოლებს, მასტერკლასების წამყვანებს (ჯამში 10-მდე პირს). ეს 18-წევრიანი ჯგუფი აღარ დახარჯავს ფულს რესტორნებში, სუვენირების მაღაზიებში. მაგრამ რა ვქნა? ჩემს ბნელ თანამოქალაქეს კარგ ცხოვრებას ურჩევნია იყოს ღარიბი მონა და შუა რუსთაველზე ლეზგინკას უბერავდეს. იესოს სახელით. ჩემნაირი პიდარასტების ჯინაზე”, – წერს მარია დარჩიევი სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img