25.10.2021
- Advertisement -spot_img

„1948-55 წლებში ენგურის შესართავში მოიპოვეს 14100 კგ სვია და 8762 კგ რუსული ზუთხი“

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენებულმა ჰესებმა მეტად უარყოფითი ზეგავლენა იქონია საქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემურ სერვისებზე (მათ შორის თევზჭერაზე). ოფიციალური მონაცემებით, 1948-55 წლებში ენგურის შესართავში მოიპოვეს 14100 კგ სვია და 8762 კგ რუსული ზუთხი. 1927-28 წლებში „არაგვი ჰესი“ მდინარე თეთრ არაგვზე, შპს „ენერგო არაგვის“ დაკვეთით სამუშაოებს შპს „ფერი“ ასრულებდა.

ეს მცირე ჰესი თევზების მიგრაციისთვის გადაულახავი ბარიერია – იხ. მომდევნო ფოტოები თევზსავალი არ ფუნქციონირებს ორთაჭალჰესზე, რომელიც მდინარე მტკვარს მთლიანად კეტავს და გარემოს დაცვის სამინისტროდან 5 წუთის ფეხით სავალზე მდებარეობს, რის შედეგადაც თევზის პოპულაცია განუხრელ დეგრადაციას განიცდის.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა და დეველოპერებმა აღიარონ ეს პრობლემები, გაერკვნენ მათი წარმოშობის მიზეზებში და მათ გადაჭრაზე იზრუნონ, აშკარად მტრულ განწყობას ამჟღავნებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ და ხშირად დემაგოგიურად სვამენ კითხვას – „არსებობს რომელიმე პროექტი, რომელსაც არ ეწინააღმდეგებით“?

პრობლემის მოგვარების სურვილი და პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, კითხვა ასე დაისმებოდა: „არსებობს პროექტი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს?“ რიონში მოიპოვეს 2566 კგ ატლანტური ზუთხი. ყოველწლიურად მდინარეებში იჭერდნენ 9 ტონა შავი ზღვის ორაგულს და 50-80 ტონა კალმახს. ჰესების აშენების შემდეგ, საბინადრო გარემოს განადგურების გამო, ყველა ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ბუნებრივია, აიკრძალა კომერციული მოპოვება. ზოგიერთი სახეობა ერთეულების სახითაა შემორჩენილი.

ენგურჰესისა და რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობამ ფაქტობრივად გაანადგურა ზუთხების ექვსივე სახეობის საბინადრო გარემო. ვარციხეჰესის კასკადის აშენების შედეგად ზუთხისებრთა სატოფე ადგილები ძლიერ შემცირდა, მდინარე კაშხლებით გადაიკეტა, მდინარის ფსკერი კი დაიფარა მსხვილი ხრეშითა და ბრტყელი ქვებით.

ჰაბიტატის ფრაგმენტაციისა და დეგრადაციის (კაშხლით მდინარის გადაღობვა, მდინარის ქვედა ბიეფში წყლის რაოდენობის დაახლოებით 90%-ით შემცირება, წყალში დამაბინძურებლების კონცენტრაციის მატება) და წყალსაცავით გამოწვეული დაბინძურების გამო ორაგულისა და ზუთხის პოპულაციები, რომლებიც ჩვეულებრივ ბინადრობდნენ მდინარე ენგურში, თითქმის გაქრნენ.

ჰესების მშენებლობით გამოწვეულ ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს სანაპიროს ეროზია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემურ სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. რიონის ნატანის შემცირებაზე განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მდინარე გუმათჰესმა იქონია, რომელმაც, ფაქტობრივად, გაანახევრა ეს მაჩვენებელი. ენგურჰესის აშენების შედეგად მდინარის ნატანი სანაპიროზე 83%-ით შემცირდა.

ასევე უარყოფითად იმოქმედა სოხუმიჰესის აშენებამ მდინარე გუმისთაზე, რის შედეგადაც ნატანის რაოდენობა 20-25 %-ით შემცირდა. სანაპირო ეროზია განვითარდა იმ ადგილიდან, სადაც მდინარე ენგურის წყალი დერივაციის შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება. თევზსავალი არ ფუნქციონირებს ორთაჭალჰესზე, რომელიც მდინარე მტკვარს მთლიანად კეტავს და გარემოს დაცვის სამინისტროდან 5 წუთის ფეხით სავალზე მდებარეობს, რის შედეგადაც თევზის პოპულაცია განუხრელ დეგრადაციას განიცდის.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა და დეველოპერებმა აღიარონ ეს პრობლემები, გაერკვნენ მათი წარმოშობის მიზეზებში და მათ გადაჭრაზე იზრუნონ, აშკარად მტრულ განწყობას ამჟღავნებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ და ხშირად დემაგოგიურად სვამენ კითხვას – „არსებობს რომელიმე პროექტი, რომელსაც არ ეწინააღმდეგებით“? პრობლემის მოგვარების სურვილი და პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, კითხვა ასე დაისმებოდა: „არსებობს პროექტი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს?“

მასალა მომზადებულია ააიპ „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის მიერ. მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img