28.09.2022
- Advertisement -spot_img

20 აგვისტოს, გლდანის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გლდანის რაიონში, 20 აგვისტოს 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება 4000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება.

როგორც “ვებგაზეთს” „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია.

„სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 საათამდე „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img