18.04.2024
- Advertisement -spot_img

20 წლიანი ომი ციფრებში – ავღანეთი ამერიკულმა ჯარმა დატოვა

amerikiskhma.com

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა. ავღანეთი ამერიკულმა ჯარმა 30 აგვისტოს გვიან ღამით სრულად დატოვა. 20 წლიანმა ომმა ტერორიზმის წინააღმდეგ, ათასობით სიცოცხლე შეეწირა, ავღანეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გამოსწორდა და ქვეყანაში ცხოვრება გაუმჯობესდა. თუმცა, ეს ყველაფერი 15 აგვისტომდე იყო, მანამ, სანამ ქაბული დაეცემოდა, ქვეყნის პრეზიდენტი გაიქცეოდა და თალიბანი ავღანეთში კონტროლს მოიპოვებდა.

რა ხდებოდა ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ბოლო 15 დღის მოვლენებამდე და როგორ გამოიყურება ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი ციფრებში? ამ თემაზე გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ შედგენილ კვლევას, რომელიც 2021 წლის აპრილის თვის მონაცემებით არის შედგენილი.

ყველაზე გრძელი ომი/ კონგრესის ზედამხედველობა:

2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, კონგრესმა 2001 წლის 18 სექტემბერს, ამერიკის ჯარებს სამხედრო იერიშის დაწყების ნება დართო.

ამერიკის კონგრესმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაზარდა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების თანხა. საერთო ჯამში, 2020 წლის მდგომარეობით ამერიკას ავღანეთსა და ერაყში 2 ტრილიონი ამერიკული დოლარი აქვს დახარჯული. ხარჯების სავარაუდო ღირებულება 2050 წლისთვის 6.5. ტრილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკაში დაბადებული მოსახლეობის წილი 25 პროცენტია.

დაკარგული სიცოცხლე:

  • ავღანეთში დაიღუპა 2 461 ამერიკელი სამხედრო
  • 3 846 კონტრაქტორი
  • ავღანეთის ეროვნული და სამხედრო პოლიციის 66 000 თანამშრომელი
  • მოკავშირე ქვეყნების 1 144 სამხედრო
  • 47 245 მშვიდობიანი მოსახლე (ავღანელი)
  • თალიბანისა და სხვა მებრძოლი ჯგუფების 51 191 წევრი
  • 444 დამხმარე თანამშრომელი
  • 72 ჟურნალისტი

მას შემდეგ, რაც ამერიკისა და მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა თალიბანი დაამხეს, ავღანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა. ქალებსა და ბავშვებს მკურნალობის უფლება მიეცათ, რამაც სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა. 20 წლიანი ომის შემდეგ ავღანეთში თინეიჯერი გოგონების 37 პროცენტს კითხვა შეუძლია.

ქვეყანაში გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. 2019 წელს ელექტროენერგია უკვე ჰქონდა ავღანეთის მოსახლეობის 22 პროცენტს, 2019 წელს კი 98 პროცენტს.

ომის შემდგომი ხარჯები:

კვლევის ავტორი ამბობს, რომ ომები სრულდება, თუმცა ხარჯები წლების განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. ლინდა ბილმსი ამბობს, რომ ამერიკა მომდევნო წლების განმავლობაში სამხედროებისთვის ტრილიონობით ამერიკულ დოლარს დახარჯავს. მისი თქმით, თანხები საჭირო იქნება ომში დაშავებული ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც ჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ინვალიდობის დახმარება. ზოგიერთ შემთხვევაში კი დაკრძალვის ხარჯები. საერთო ჯამში, ჰარვარდის პროფესორი ვარაუდობს, რომ ამისთვის ამერიკა 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს დახარჯავს. ბილმსი ფიქრობს, რომ ხარჯის პიკი 2048 წელს იქნება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img