08.12.2021
- Advertisement -spot_img

2021 წელს საქართველოშ 1.2 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა

2021 წლის სექტემბერში, ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან შედარებით (აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ 33%-იან აღდგენას ჰქონდა ადგილი 2019 წლის დონესთან შედარებით). 

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად,  2021 წლის სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა და 2019 წლის სექტემბრის შემოსავლების 50.8% შეადგინა.

შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენის მთავარი მიზეზია ის, რომ ვიზიტორების ნაკადებში ტურისტები ჭარბობენ, რომლებიც ერთდღიან ვიზიტორებთან შედარებით ბევრად მეტს ხარჯავენ (აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტურიზმის აღდგენა დაიწყო 2021 წლის აპრილიდან, ტურისტების რაოდენობა საშუალოდ 2019 წლის დონის 30%-ს შეადგენს, ხოლო იმავე პერიოდში ერთდღიანი ვიზიტორები საშუალოდ 2019 წლის მხოლოდ 5%-ის ნიშნულზეა და შესაბამისად შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა). 

ამრიგად, 2021 წლის სექტემბერში 226.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მოგზაურობდა საქართველოში და ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (14.6% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (14.2% წილი) და უკრაინა (10.1% წილი). 

ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (58.1% წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (40.8% წილი). 

ჯამურად 2021 წლის იანვარ-სექტმბერში, საქართველოს 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმის შემოსავლებმა 865.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img