19.04.2024
- Advertisement -spot_img

2021 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანები – მსოფლიოს ახალბედა მილიარდერთა სია

Forbes-ის სიაში 2021 წელს 400 ახალი მილიარდერია. მათი მთლიანი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ყველაზე მდიდარი ახალბედა მილიარდერი კაზინოების მაგნატის, შელდონ ადელსონის ქვრივი გახლავთ. მემკვიდრეობით მიღებული ქონების მოცულობამ 27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მირიამ ადელსონი ერთ-ერთი გახლავთ იმ 60 ქალბატონიდან, რომლებიც 2021 წელს მილიარდერები გახდნენ.

2021 წელს მილიარდერების სიას შეუერთდა ბილ გეიტსის უკვე ყოფილი მეუღლე, მელინდა გეიტსი. განქორწინების შემდეგ მელინდამ 6 მილიარდი აშშ დოლარის ქონება მიიღო და შეუერთდა ამერიკელი ქალი მილიარდერების სიას.

პოპვარსკვლავი რიანა 2021 წელს არა მხოლოდ მილიარდერი, არამედ ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალიც გახდა. იგი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ის 50%-იანი წილის მფლობელია და მისი ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

2021 წელს მილიარდერთა სიას კიდევ ერთი პოპვარსკვლავი – კიმ კარდაშიან ვესტი შეუერთდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ჰიპ-ჰოპ-არტისტ კანიე ვესტს დაშორდა. მისი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს მილიარდერი გახდა კიდევ ერთი ქალი, დიზაინერული პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის, Canva-ს 18%-იანი წილის მფლობელი, მელანი პერკინსი. მისმა ქონებამ წელს 6.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img