18.01.2025

2022 წლის ბოლოდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება

2022 წლის 31 დეკემბრიდან “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება, ამოქმედდება, რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას. კანონში ცვლილებების მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

ამისათვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.

კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img