08.12.2024

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს, ათასობით ადამიანი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქუჩებში გამოვიდა პროტესტის გამოსახატად.

ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ძალადობა

გასული ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ჟურნალისტები. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით მინიმუმ 39 ჟურნალისტი დაზარალდა, რაც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა  მედიის თავისუფლებისთვის.

მარიამ გაფრინდაშვილის ისტორია

მარიამ გაფრინდაშვილი, “ტვ პირველის” ჟურნალისტი, სწორედ იმ დროს დაშავდა როცა სპეცრაზმის ალყაში იყო. გავრცელებულ  კადრებში ჩანს, რომ ის მიწაზე უგონოდ დაეცა, ჩანს ასევე თავის არეში სისხლიანი დაზიანება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ის მალევე სასწრაფო დახმარების მანქანამდე ხელში აყვანილი მიიყვანეს, რის შემდეგაც ინგოროყვას კლინიკაში  გადაიყვანეს . ამ ისტორიას ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. Tv პირველის წამყვანმა თქვა რომ მას ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი.

გურამ როგავას ისტორია

გურამ როგავა, “ფორმულას” ჟურნალისტი, ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა. მას სახესა და სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. როგავას კლინიკაში მკურნალობენ, რადგან მისი დაზიანებები მძიმეა.

ანალიზი: საქართველოს ევროპული მომავლის გზაჯვარედინი

რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ საზოგადოება ვერ ეგუება ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ხელისუფლების ძალადობრივი პასუხი კი კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას და საზოგადოებრივ პროტესტს აძლიერებს.

ჟურნალისტების დევნა განსაკუთრებით საგანგაშო ნიშანია, რომელიც მედიის თავისუფლების სერიოზულ საფრთხეზე მიანიშნებს.

საჯარო სამსახურების თანამშრომლების სოლიდარობა

საპროტესტო აქციების პარალელურად თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე იუსტიციის სახლის , დაავადებათა კონტროლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების განცხადებები გავრცელდა. ისინი გაემიჯნენ მთავრობის გადაწყვეტილებას.

საჯარო უწყებების წარმომადგენლები იშვიათად იყენებენ მსგავს სოლიდარობის ფორმებს. მათი განცხადებები ხაზს უსვამს საზოგადოების შიგნით არსებულ ღრმა დაპირისპირებას მთავრობის პოლიტიკასთან.

ასევე, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმაც გააკეთეს განცხადება, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლების ძალადობრივი მიდგომა დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

უნივერსიტეტების პროტესტი

საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს უნივერსიტეტებმა სწავლა დროებით შეაჩერეს პროტესტის ნიშნად. ამ გადაწყვეტილებით, აკადემიური ინსტიტუტები სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პროტესტი მხოლოდ ქუჩაში მყოფი დემონსტრანტების მოთხოვნებით არ შემოიფარგლება და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ.

საერთაშორისო გამოხმაურებები: ჰელსინკის კომისია და პრეზიდენტის პოზიცია

საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლას მკაცრი შეფასებები მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ჰელსინკის კომისიის განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, და ერთ-ერთმა ლიდერმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები “ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის უგულებელყოფად” შეაფასეს.

მათ მკაცრად დაგმეს “ექსტრემალური ძალადობა” მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და განაცხადეს, რომ საქართველოში გამართული ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. “ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ . მოვუწოდებთ, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ.”- ნათქვამია განცხადებაში”

საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მკაცრად გააკრიტიკა სპეცრაზმის მოქმედებები. მისი თქმით, “ქართველ ხალხსა და მედიაზე ძალადობა რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ამისთვის პასუხს აგებენ.”

ანალიზი: საქართველოს ევროპული მომავლის გზაჯვარედინი

რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ საზოგადოება არ შეეგუება ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ხელისუფლების ძალადობრივი პასუხი კი კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას და საზოგადოებრივ პროტესტს აძლიერებს.

ჟურნალისტების დევნა განსაკუთრებით საგანგაშო ნიშანია, რომელიც მედიის თავისუფლების სერიოზულ საფრთხეზე მიგვანიშნებს .

დასკვნა: ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას , რომ ქართველი ხალხი მზადაა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ხოლო “ქართულ ოცნებას” სერიოზული გამოწვევები ელის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დაშავებული ჟურნალისტების სიას მედიაომბუდსმენი ავრცელებს

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img