27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ვაქცინის გაკეთებამდე მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა და ყველას მოუწოდებდა ვაქცინაციის ჩატარებისკენ.