16.10.2024
- Advertisement -spot_img

31 მაისი თამბაქოს საწინააღმდეგო დღეა

31 მაისს, მსოფლიო უკვე 35-ედ აღნიშნავს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს. „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ასე ჰქვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დღეს, რომელსაც საქართველო მეხუთე წელია განსაკუთრებულად ხვდება.

ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად აღნიშნავს სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ხაზგასმით. წლევანდელი თემაა „თამბაქო – გარემოს საფრთხე“.

წელს ამ დღეს საქართველო სხვადასხვა მიღწევით ხვდება – დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023, მთავრობამ გადადგა ნაბიჯი თამბაქოს ნაწარმისა და, შეფუთვის დადგენილების დამტკიცებით, შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგს, კანონი თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება – მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომანქანებში, სადაც არასრულწლოვანები არიან და სხვა.

ფაქტები თამბაქოს წარმოებისა და მოხმარების შესახებ:

300 ღერი სიგარეტის დამზადებას 1 ხე სჭირდება და ყოველწლიურად სიგარეტების დასამზადებლად 600 მილიონი ხე იჭრება და 200 000 ჰექტარი ტყე იჩეხება;

1 ღერი სიგარეტის დასამზადებლად 3.7 ლიტრი წყალი იხარჯება;

ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტი იწარმოება და 84 მილიონი ტონა CO2 გამოიყოფა, რაც 3 ტრანსატლანტიკური ფრენისა და 280 000 რაკეტის კოსმოსში გაშვების ტოლფასია;

მწეველი სიცოცხლის განმავლობაში 5 ტონა CO2-ს გამოყოფს გარემოში;

ყოველწლიურად 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება გარემოში;

სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img