09.12.2021
- Advertisement -spot_img

31 წლის ფეხმძიმე ქალმა კოვიდის გართულების გამო 7 თვის ნაყოფი დაკარგა

რადიო თავისუფლება

ქუთაისის კლინიკა ბომონდში მკურნალობას აგრძელებს 31 წლის მაკა ფუტკარაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კოვიდინფექციით გამოწვეული გართულების გამო 7 თვის ნაყოფი დაკარგა. კლინიკის მედპერსონალის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკის ექიმი მინდია ებრალიძე განმარტავს, ნაყოფის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი შეიძლება თრომბი იყოს.

“პაციენტს დაუფიქსირდა მაღალი დედიმერი, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარებულიყო თრომბი, რაც ორსულისთვის მაღალი რისკია, შესაძლოა ეს იყოს ნაყოფის დაღუპვის მიზეზი”, – ამბობს ექიმი.

კლინიკის ინფორმაციით, მაკა ფუტკარაძე აჭარიდან ქუთაისში 9 აგვისტოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 7 თვის ორსულს კორონავირუსი 5 აგვისტოს დაუდასტურდა ბათუმის კლინიკაში და მსუბუქი მდგომარეობის გამო ხელწერილის საფუძველზე სახლში გააგრძელა მკურნალობა.

მაკა ფუტკარაძის ქმრის აკაკი ხვედელიძის განცხადებით, ვირუსის დადასტურების შემდეგ ორ დღეში მაკას მდგომარეობა გაუარესდა და ბათუმის კლინიკაში ადგილების არარსებობის გამო, სასწრაფომ ქუთაისში წაიყვანა.

“კლინიკაში შემოყვანისას ტომოგრაფიაზე ფილტვის დაზიანება 6 ქულით შეფასდა, სტაბილურად იყო, გუშინ დილითაც ნორმალურად იყო, საღამოს 8 საათზე თავად დამირეკა, ბავშვის გულისცემა გაჩერდაო, ექიმებმა მითხრეს ბავშვი დაიღუპაო. რის შემდეგაც ანალიზები აიღეს ოპერაციისთვის და დედიმერი გაზრდილი იყო კატასტროფულად. დილით 500-მდე იყოო, და საღამოს 39 ათასამდე გაიზარდა მაჩვენებელი”, – ამბობს ინფიცირებული ქალის ქმარი, აკაკი ხვედელიძე.

კლინიკის ინფორმაციით, ორსულის დაღუპვის საფრთხეც არსებობდა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“პაციენტი 30 კვირის ორსული იყო, მესამე შვილს ელოდებოდა. სახლში იმყოფებოდა მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურით… სახლში დამძიმდა მდგომარეობა და სასწრაფომ გადაიყვანა “ბომონდში”. მეუღლეს შესთავაზეს გადაყვანა თბილისში და კლინიკაც მოუძებნეს, თუმცა თვითონ ქმარმა თქვა უარი. ნაყოფი დაიღუპა კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო და ქალის დაღუპვის საფრთხეც იყო. კლინიკის მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში იყო ჩართული მისი მდგომარეობის დასტაბილურების საქმეში”, – აცხადებენ კლინიკაში.

“ბომონდის” კოვიდცენტრი ერთადერთი კლინიკაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდიან ან კოვიდზე საეჭვო ორსულებს იღებს და მკურნალობს. ამ დროისთვის კლინიკაში 30-ზე მეტ ორსულს მკურნალობენ.

კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს არაერთი ორსულის მდგომარეობა დამძიმდა. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ქალი ვირუსით გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img