09.12.2021
- Advertisement -spot_img

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, პარლამენტში, დღეს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე წარადგენენ და განსახილველად შესაბამის წამყვან და სავალდებულო  კომიტეტებს გაეგზავნათ. ცვლილების ინიციატორი თბილისის მერიაა. პარლამენტში კი,  საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრებმა: მაია ბითაძემ, ბექა დავითულიანმა, ნოდარ ტურძელაძემ, ირაკლი ზარქუამ, ბექა ლილუაშვილმა, მიხეილ დაუშვილმა და  ანა ბუჩუკურიანმა დააინიცირეს.  

ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით

ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც შეღავათები და ამნისტია არ გავრცელდება –  უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. თბილისის მერი კახა კალაძე,  აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რომელმაც სამშენებლო სფეროს მოწესრიგებას ხელი უნდა შეუწყოს.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

პრობლემის გადაჭრა რომ ამნისტია არ არის, ამას მოწმობს, სექტორში მინიმუმ ბოლო 15 წლის ამნისტიები

იმავდროულად, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ახალი სახე შემოდის – კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას, 2-წლამდე ვადით.

კანონში ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას. კანონში პირდაპირ ჩაიწერება, რომ დაუშვებელია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის მომარაგება.

სხვადასხვა ტიპის ე.წ. პატიებებს შედეგი არ მოუტანია არც ხარისხის გაუმჯობესებისა და არც სამშენებლო სექტორის მოწესრიგების კუთხით

აღნიშნულმა ინიციატივამ, სამშენებლო სექტორში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დედაქალაქის სამშენებლო კლიმატს ვერ გააუმჯობესებს და უფრო მეტიც, სწორედ მსგავსი პრეცენდენტები უჩენს კერძო სექტორს განცდას, რომ რომელიმე არჩევნების წინ, მათ დარღვევები აუცილებლად ეპატიებათ. თუმცა, მეორე ნაწილი, განსაკუთრებით კი, მსხვილი დეველოპერები მერიის ამ ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

პრობლემის გადაჭრა რომ ამნისტია არ არის, ამას მოწმობს, სექტორში მინიმუმ ბოლო 15 წლის ამნისტიები. სხვადასხვა ტიპის ე.წ. პატიებებს შედეგი არ მოუტანია არც ხარისხის გაუმჯობესებისა და არც სამშენებლო სექტორის მოწესრიგების კუთხით. პრეცენდენტები არსებობს, მაგრამ  არავითარ კავშირშია მდგრადობასა და ხარისხის გაუმჯობესებასთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img