20.04.2024
- Advertisement -spot_img

4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, მომატებული მგზავრთნაკადის გამო 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსო მარშრუტების ამოქმედება:

  • N293 ავტობუსი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444;
  • N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546;
  • N296 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს –  N544;
  • N297 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს –  N425;

გარდა ამისა, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

  • N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას.
  • N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას
  • N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტამდე იმოძრავებს.
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img