23.11.2024

4 წლის ვალერიმ საზღვარი ოჯახთან ერთად გადმოკვეთა, ის უსაფრთხოდაა – პოლონეთის სასაზღვრო

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანდა პოლონეთის საზღვარზე მიმავალი მარტო მყოფი, პატარა უკრაინელი ბიჭი, რომელიც ტიროდა და ხელში თავისი ნივთები ეჭირა მსოფლიო შეძრა. დადასტურდა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ბიჭს მარტოს არ გადაუკვეთავს და ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ გაცნობებთ, რომ 4 წლის ვალერის საზღვარი მარტო არ გადმოუკვეთავს, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მედიკას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან ოფიცრებისგან ტკბილეული მიიღო. ის ოჯახთან ერთად პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფება. შეწყდეს ყალბი ამბების გავრცელება” – წერს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Twitter-ზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img