23.04.2024
- Advertisement -spot_img

მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება, – ამის შესახებ “People” წერს.

მიზეზი მარკლის ორსულობაა. დაკრძალვაზე მისვლას გეგმავს მისი მეუღლე, პრინცი ჰარი.

„სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ – განმარტავს სამეფო კარი.

39 წლის მეგან მარკლი მეორე შვილზეა ორსულად. ბრიტანეთის დატოვების შემდეგ, წყვილი აშშ-ში ცხოვრობს.

ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ. ის 99 წლისა გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img