23.11.2024

ხათუნა სამნიძე – დოკუმენტი მისაღებია “რესპუბლიკური პარტიისთვის”

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღებია, რადგან მასში ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხები მკაფიოდ არის გაწერილი და “რესპუბლიკური პარტია” მზად არის ხელი მოაწეროს.  

“დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულად არის ჩანაწერი როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო – ეს ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხია. ჩანაწერი არის მკაფიო და არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი.

დანარჩენ სამ საკითხზე მანამდეც შეთანხმებული ვიყავით. დოკუმენტი მისაღებია “რესპუბლიკური პარტიისთვის”. პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ ჩვენი მხრიდან მოეწეროს ხელი. მთავარია ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img