16.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით ზურაბიშვილი – “ოცნებამ” შეიძლება 40%-იც ვერ აიღოს, ამის უზრუნველყოფა ოპოზიციის ხელშია

რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, იმის გათვალიწინებით, რომ პოლიტიკურ ველზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია შემოდის, მაღალი ალბათობაა, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში 40%-იც ვერ მიიღოს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, ერთადერთი, რამაც შეიძლება მმართველ გუნდს “სერიოზული ფორა” მისცეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა იქნება. 

“გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ შედეგის უზრუნველყოფა მთლიანად ოპოზიციური პარტიების ხელშია.

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის, უბნის კოორდინატორების, ზონდერ-შპანას თუ კარტოფილების დარიგების ხარჯზე პროცენტის მომატებას თავისი ზღვარი აქვს. თან ეს არჩევნები უკვე დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ყველაფერს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა ნაცმოძრაობის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა და ბოიკოტის გაგრძელება”, – წერს ზურაბიშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img