09.12.2021
- Advertisement -spot_img

672 გოლი, 35 ტიტული – ლიონელ მესიმ ბარსელონა დატოვა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ “ბარსელონა” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა დაადასტურა. 

მოლაპარაკებების მიუხედავად, “ბარსელონამ” და ფეხბურთელმა კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან – თავისი 13 წლის ასაკიდან ირიცხებოდა.

კლუბში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა – ბარსელონას მაშინდელმა მწვრთნელმა, ფრენკ რაიკაარდმა 16 წლის მესი პორტოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ათამაშა. 

პირველი ოფიციალური მატჩი კი არგენტინელმა 2004 წელს, 17 წლის ასაკში ჩაატარა. 

მთლიანობაში, ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ ბარსელონაში 17 სეზონი გაატარა, 672 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად 35 ტიტულიც მოიგო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img