თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-X მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
მას შემდეგ, რაც ირაკლი სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, მის ნაცვლად პარლამენტში გელა სამხარაული შევა.