19.04.2024
- Advertisement -spot_img

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-X მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 

მას შემდეგ, რაც ირაკლი სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, მის ნაცვლად პარლამენტში გელა სამხარაული შევა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img