24.04.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – დღეს დადგა დრო, ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი

2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას ჩვენს მიერ გაწერილი, თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა რეგიონის და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი, – ამის შეასხებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს დადგა დრო, ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი.

„მის მემუარებში ახსნილია დიდწილად, რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი – მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ამ ყველაფრის უკან კი გულგრილობა, პარტიული მიზნებისა და ამბიციების წინ დაყენება. ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ. დამოუკიდებლობის იმ სამწლიან პერიოდს და დღევანდელ ვითარებას ერთმანეთს ვერ და არ შევადარებთ, თუმცა, თუ სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, ერთი პრინციპი დღესაც მართებულია – ეს პრინციპია, რომ ყველა მთავარ მიზანს თან უნდა ახლდეს სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა. ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები გააჩნია და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას ჩვენს მიერ გაწერილი, თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა რეგიონის და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საკუთარი მიდგომა და გეგმა ასევე სჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის გზას.

„საქართველომ ნატო-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები წარმატებით გაიარა. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. ჩვენ ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა აუცილებელია ერთის მხრივ, ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ერთიანობისკენ და მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისკენ. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია.“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img