28.09.2021
- Advertisement -spot_img

ავსტრიელი ყოფილი მინისტრი რუსულ “როსნეფტში”

საინტერესო ამბები ფეისბუქ გამოცემა “ევროპის მოამბისგან”

“ავსტრიის ყოფილი საგარეო მინისტრი ქარინ ქნაისლი რუსული “როსნეფტის” სამეთვალყურეო საბჭოში გაამწესეს და წელიწადში 500 ათასი დოლარის ჯამაგირიც ჩაუჯიბეს დირნდლის* წინსაფარში (* ქალის ავსტრიული სამოსი). არადა რა დამსახურებისთვისო, იკითხავთ? ქალბატონი ქნაისლი აკადემიური სფეროდან აღზევდა საგარეოში, ვერც დიდი ნაცნობობის ქსელით დაიკვეხნიდა და ვერც გავლენით. ეგაა ოღონდ, დროდადრო კრემლის ყურის საამებელ განცხადებებს აკეთებდა მინისტრობისას, შემდეგ კი რუსული პროპაგანდის რუპორის RT-სთვის წამყვანობაც არ ითაკილა. ამგვარი კავშირების მკვლევარი, ანტონ შეხოვცოვი წერს, მოსკოვმა ამით მიანიშნა – გავლენიანებიც რომ არ იყოთ, თქვენს სამსახურსა და მორჩილებას ვამჩნევთო. მასვე მოუჩხრეკია და რუსულ სათქვლეფზე დაბმული ყოფილი ავსტრიელი მაღალჩინოსანი მრავლად მოუძიებია:ყოფილი კანცლერი (2000-2007) ვოლფგანგ შუსელი 2019 წლიდან ნავთობგიგანტ “ლუკოილის” დირექტორთა საბჭოში ისქელებს გავას;ყოფილი კანცლერივე (2007-2008) ალფრედ გუსენბაუერი რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციის “ცივილიზაციათა დიალოგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ეს ორგანიზაცია კაგებეს ოფიცერმა, “რუსეთის რკინიგზის” ყოფილმა შეფმა ვლადიმირ იაკუნინმა შექმნა და ევროპაში რუსეთის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს ატარებს;ფინანსთა ყოფილი მინისტრი (2014-2017), ჰანს-იორგ შელლინგი “ჩრდილოეთის ნაკადი-2” გაზსადენის მეგაპროექტის მრჩეველია 2018 წლიდან;ყოფილი კანცლერი კრისტიან კერნი კი “რუსეთის რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს წევრია, 2019 წლიდან.📯არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოველი მათგანი ევროპაში “კრემლთან დიალოგის” ფრიადი მხარდამჭერია, ყველა იმ რუსულ ორგანიზაციას კი, რომლის დირექტორებადაც გვევლინებიან, მიტელ-ეუროპის პეწსა და ვენური მელანჟის არომატს ჰმატებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ვენური ვალსის ტრიალ-ბზრიალში თითქოს “კაწიუშას” ხაფი ნოტები გაკრთება ხოლმე…”- წერს ფეისბუქ გამოცემა “ევროპის მოამბე”

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img