20.04.2024
- Advertisement -spot_img

82 წლის უოლი ფანკი, რომელმაც კოსმოსში ჯეფ ბეზოსთან ერთად იმოგზაურა – ვიწექი და კოსმოსში დავფრინავდი

„ამაზონის“ დამფუძნებელი და ამერიკელი მილიარდერი  ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდა. კომპანია „ბლუ ორიჯინის“ მიერ შექმნილი რაკეტა „New Shepard“-ით კოსმოსში პირველად იმგზავრა ბეზოსთან ერთად 82 წლის მფრინავმა მერი უოლეს (უოლი) ფანკმა. თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ეკიპაჟის უხუცესმა წევრმა პრესკონფერენციაზე მოჰყვა.

„ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მშვენიერი ინსტრუქტორი მყავდა, ყველაფრისთვის მოგვამზადა. ზევით ავედით და სიბნელე დავინახე. მეგონა დედამიწას დავინახავდი, მაგრამ საკმაოდ მაღლა ვიყავით. თავს ჩინებულად ვგრძნობდი. ვიწექი და კოსმოსში დავფრინავდი. ჯეფ ბეზოს, მინდა მადლობა გადაგიხადო, ძვირფასო, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მომეცი. დიდხანს ველოდი და როგორც იქნა კოსმოსში ავედი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასტრონავტებისთვის ტრენინგები გავიარე – რუსეთში, აშშ-ში და ყოველთვის ვუსწრებდი კაცებს. ფრენა ძალიან მომეწონა. მშვენივრად გავატარეთ დრო, თითოეული წუთით ვტკბებოდი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. სიამოვნებით გავფრინდებოდი კიდევ და რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ფანკმა.

კომპანია Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard ისტორიაში პირველი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა მარკი, 18 წლის სტუდენტი ოლივერ დემენი და უოლი ფანკი იმყოფებოდნენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img