20.04.2024
- Advertisement -spot_img

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის მანქანას ესროლეს.  ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ჩემ მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე, და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი.

პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უცნობმა პირმა პრემიერობის კანდიდატის მანქანის საქარე მინას ესროლა. ინციდენტი ნორკ-მარაშის დასახლებაში მოხდა.

სომხეთში დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img