დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში ვიმყოფებით და საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
“ჩვენ ახლა იმ დონეზე ვართ, როგორზეც ვიყავით მესამე ტალღის პიკში, მაისში. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც ოქტრომბრის ბოლოს გვქონდა, როცა პიკისკენ მივდიოდათ. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში, ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული” – აცხადებს გამყრელიძე.