23.11.2024

ემუქრება თუ არა ახალი საფრთხე მსოფლიოს? – “დელტას” პარალელურად გავრცელებას “ლამბდა” შტამი იწყებს

აქამდე არსებულ კორონავირუსის შტამებს: კლასიკურს, ბრიტანულს და „დელტა” ვარიანტებს ახალი შტამი – ე.წ. “ლამბდა” შტამი დაემატა, რომელიც უკვე უტევს მსოფლიოს და 30 ქვეყანაში ცირკულირებს. ახალი შტამი ძირითადად ამ დროისთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კინტინენტებზეა გავრცელებული – სპეციალისტების განმარტებით, ამ ვარიანტზე კვლევები მიდის, თუმცა, ამბობენ, რომ გადაცემის მაღალი უნარი ახასიათებს.

ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსის, მარია ვან კერკხოვემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი ვარიანტი უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანაში ცირკულირებს, შტამი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. პირველად “ლამბდა” პერუში გავრცელდა, რომელიც ის ბრაზილიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და ვირუსის ეს ვარიანტი გავრცელების მაღალი სიჩქარის გამო საშიშ შტამებში შეიყვანეს.

ამ დროისთვის მასზე კვლევა მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ, თუმცა ის, რომ “ლამბდა” შტამი აქამდე არსებულ შტამებზე უფრო მაღალი გადაცემის უნარით ხასიათდება და საშიშ შტამების სიაში შეიყვანეს სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს შტამი დელტაზე უფრო გადამდები და საშიშია. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით კი, ეს მიუთითებს იმას, რომ მსოფლიოს ახალი საფრთხე ემუქრება.

ახალი შტამების აქტიური გავრცელების პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღინიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია, ასევე ამ დროის მანძილზე, კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე დაახლოებით 2 000-ით მეტია.

ჯანმოს ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 350 273 შემთხვევა ინდონეზიაში გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 44%-ით მეტია. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 296 447 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებს 41 %-ით აჭარბებს.

მესამე ადგილზე ბრაზილიაა, 287 610 ახალი შემთხვევით, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 14 %-ით შემცირებულია, მეოთხე ადგილზე ინდოეთია 268 843 შემთხვევით და მეხუთეზე შეერთებული შტატები 216 433-ით.

„ალფა”, ანუ „ბრიტანული” ვარიანტი მსოფლიოს დაახლოებით 180 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა”, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული” ვარიანტი, 130 ქვეყანაში, – „გამა”, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი – 78 ქვეყანაში, „დელტა” შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის” სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული – აღნიშნულია ჯანმოს ანგარიშში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img