ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო სამი კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა.
“ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეა. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 ახალშობილი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით, 350-მდე საწოლია მობილიზებული ბავშვებისთვის.” – განაცხადა გაბუნიამ “რუსთავი 2”-თან.