თავდაცვის სამინისტრო აპირებს, რომ 2021 წელს აშშ-სთან თანამშრომლობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, ჯაველინების ახალი პარტია შეიძინოს. ამის შესახებ მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
საქართველომ ჯაველინის სისტემა პირველად 2018 წელს მიიღო. თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი გადაიხადა.