თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული.
მერიის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
„თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.