საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას თავისუფალი სტილით მოცურავე მარიამ იმნაძე გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გააკეთა.
“გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს დაუდასტურდა კორონავირუსი და სამწუხაროდ, იმ რეგულაციებით, რაც არსებობს, ის ვერ იასპარეზებს ოლიმპიადაზე. ყველაფერი ვეცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას”, – თქვა კახაბრიშვილმა
მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა მიეღო მონაწილეობა.