24.11.2024

ზაზა წერეთელი – “დელტა” შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით რა!

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი საქართველოში არსებული კოვიდსიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ მდგომარეობა პრობლემურია, რადგან 3-4%-ია აცრილი, რაც ზღვაში წვეთია.

„დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს. ანუ, არა მარტო აცრილები, არამედ პლუს ის, ვინც კოვიდი გადაიტანა.

საქართველოს მდგომარეობა ძალიან პრობლემურია. 3-4%-ია აცრილი და ამას ზღვაში წვეთიც კი არ შეიძლება ეწოდოს. მით უფრო, რომ საქართველოში შეზღუდვები მოხსნილია, საზღვრები – გახსნილი და ტურისტული სეზონია. უამრავი ხალხია და თან როგორც ირკვევა, ამ ტურისტულ სეზონზე ეს ხალხი არანაირ წესებსაც არ იცავს, ხომ, რა გითხრათ?! ეს ხუმრობაც არ არის. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან და უყვართ, ყველას თან გადაჰყვნენ. ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ დელტა ვირუსს, გავუღეთ კარი და ვუთხარი, რომ აი, მობრძანდით რა!“, – განაცხადა უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექსპერტმა ტელეკომპანია “იმედთან”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img