საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
როგორც ღარიბაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქციების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა. პრემიერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი. რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა აქციების შემდეგ – ინფიცირების რაოდენობა გაორმაგდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას ნებისმიერ შეკრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.