23.11.2024

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი იყო.

ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს დროში მესამე შიდო მიაღებინა მეტოქეს, ფინალში გავიდა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედალი გაინაღდა.

ფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება

ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სამ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო მედლის მოპოვება. იგი ლონდონის 2012 წლის ოქროს მედლის და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img