23.11.2024

ამირან გამყრელიძე – გაჩერდა, ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საწოლფონდი კიდევ უფრო გამოთავისუფლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, გაჩერდა, ე.წ., გეგმური სერვისები საავადმყოფოებში, საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და საწოლფონდი კიდევ უფრო გამოთავისუფლდება.

„დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი. ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა, ე.წ., გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img