23.11.2024

IRI – ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 % ვადამდელ არჩევნებს მხარს უჭერს 27 % – წინააღმდეგია

გამოკითხულთა 29 % ნამდვილად უჭერს მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას , – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, 29 %-მა განაცხადა, რომ ნამდვილად უჭერს მხარს, 22%- ნაწილობრივ, 27 %- წინააღმდეგია, 12 %- ნაწილობრივ წინააღმდეგია, 10%-ა არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img