24.11.2024

კახა კალაძე – არავის არ ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა

არავის არ ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა –  ამის შესახებ კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრები, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img