23.11.2024

ნინო ლომჯარია – ქვეყნის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა – პარტიებს შეუძლიათ წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერ კამპანიაში

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდი ვაქცინაციაზე ინფორმაციის გავრცელებასა და წახალისებას დაუთმონ.

“დღეს, როდესაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე, რა შეიძლება გავაკეთოთ? 

ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში! თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება! 

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში. 

პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!” – წერს ნინო ლომჯარია. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img