23.11.2024

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 21 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 21 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს, მას თანმდევ დაავადებებთან ერთად ტემპერატურა აღენიშნებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს შეყვანისას გეგმურად კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, 21 წლის გოგოს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები დაზიანებული ჰქონდა.

“21 წლის გოგო კლინიკაში 24 ივლისს შემოიყვანეს, მას ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა”,- აცხადებენ კლინიკაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img