23.11.2024

ლიტვა – რუსეთი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, აგრძელებს ოკუპაციას

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. განცხადება სამინისტროს სტარატეგიული კომუნიკაციების დივიზიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ 13 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ უარს ამბობს, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაამტკიცა. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.” – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს გამოეხმაურა ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც. ლინკევიჩუსის თქმით, 2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img