“ლეიბორისტულმა პარტიამ” თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით თბილისის მერობისთვის მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი, ლაშა ჩხარტიშვილია. ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.