„ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ პარასკევს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაავადება გადატანილი არავაქცინირებულ ადამიანებში ორჯერ მეტი ალბათობაა ახალი დაინფიცირებისა, სრულად აცრილ ადამიანებთან შედარებით“, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
“კვლევამ დაადგინა, რომ კენტუკის არავაქცინირებულ მცხოვრებლებს, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ კორონავირუსული ინფექცია, ჰქონდათ „რეინფექციის მნიშვნელოვნად მაღალი ალბათობა, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებს.
კვლევამ დაასკვნა, რომ არავაქცინირებულებს 2.34-ჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ კვლავ დაინფიცირებულიყვნენ COVID 19-ით. სააგენტომ უკვე გასცა რჩევა, რომ COVID 19–ით ადრე ინფიცირებული ადამიანები მეტი დაცვის მიზნით აცრილიყვნენ.
ეს დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ SARS-CoV-2–ის წინა ინფექციის მქონე პირებს შორის სრული ვაქცინაცია უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ხელახალი ინფექციისგან,“ – ნათქვამია მოხსენებაში.
„ინფექციის რისკის შესამცირებლად, ყველა უფლებამოსილ პირს უნდა შესთავაზოს ვაქცინაცია, მაშინაც კი, თუ ისინი ადრე დაინფიცირებულნი იყვნენ SARS-CoV-2– ით“. პარასკევს გამოქვეყნებულ ცალკეულ კვლევაში JAMA Network Open, რაშის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი ვაქცინის დოზა შესაძლოა აძლევს ადრე ინფიცირებულებს ძლიერ დაცვას ვირუსის წინააღმდეგ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არასოდეს დაინფიცირებულან და ორჯერ აიცრნენ.
Science and Nature–ში გამოქვეყნებული სხვა ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ წინა ინფექციისა და ვაქცინაციის კომბინაცია, ასევე, აფართოებს ადამიანთა იმუნიტეტის სიძლიერეს ცვალებადი ვირუსის მიმართ. ეს არის ის, რასაც ზოგიერთი ვირუსოლოგი უწოდებს „ჰიბრიდულ იმუნიტეტს“, – წერს ზაზა წერეთელი.