13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა და უნდა გაგრძელდეს ზეწოლა.
“მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია”, – წერს პრემიერი “ტვიტერზე”.