23.11.2024

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში 3 კოვიდინფიცირებული ახალშობილია მოთავსებული

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში ამ დროისთვის 3 კოვიდინფიცირებული ახალშობილია მოთავსებული.  ჰოსპიტლის დირექტორის თამარ ბახტაძის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებული ახალშობილების ასაკი 0-დან 28 დღემდეა. 

ასევე, ბახტაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს საათებში ჰოსპიტალში მოათავსებენ 2 თვის ჩვილს, რომელიც დედასთან ერთად არის ინფიცირებული. ისინი ბათუმში ფოთიდან გადაყავთ. 

“ჩვენს კლინიკაში გამოყოფილია 59 საწოლი. მათგან 50 არის პედიატრიულ განყოფილებაში, ხოლო 9 საწოლი არის რეანიმაციაში – 3 მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციაში, 6 – ახალშობილთა რეანიმაციაში. 

რა თქმა უნდა, მომართვიანობა ძალიან მაღალია. დღეს პირველი საღამოა, როცა რამდენიმე საწოლი გვაქვს თავისუფალი, მაგრამ ახლა დამირეკეს, რომ ფოთიდან მოყავთ 2 თვის ჩვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია დედასთან ერთად. 

დილით გვყავდა 64 პაციენტი. ნაწილი გავწერეთ და მივიღეთ ახალი ნაკადი. 

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 არის ახალშობილთა რეანიმაციაში. ახალშობილთა რეანიმაცია ემსახურება 0-დან 28 დღემდე ასაკის პაციენტებს. წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე დღის ახალშობილები არიან მოთავსებული ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული. 

46 პაციენტი არის დედა და 28 ბავშვი”. – თქვა თამარ ბახტაძემ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img