რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე ხე წაიქცა და მერიის წინ არსებულ კვების ობიექტს დაეცა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის დროს ტრაქტორმა ნაძვის ხის ფესვები გადაჭრა, რამაც მისი წაქცევა გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
inforustavi.ge