აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.
„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად“, – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.
მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ.
„ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია – ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში“,- აღნიშნა ტრამპმა.