ევროკავშირი „თალიბანთან“ მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ალიანსის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს, ქვეყნიდან გამოიყვანოს 400-მდე ავღანელი და მათი ოჯახის წევრი, პირები, რომლებიც ევროკავშირს დახმარებას უწევდნენ, რაც ბორელის განცხადებით, „თალიბანთან“ მოლაპარაკების გარეშე რთული იქნება.
მისივე თქმით, ესპანეთი ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, ვიდრე მიგრანტები მოგვიანებით დანარჩენ ქვეყნებში გადანაწილდებიან.