„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის მერობის ყველა კანდიდატთან.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ დებატებისთვის აბსოლუტურად ყველასთან. ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. ამისთვის მზად ვარ, რომ შესაბამის პლატფორმაზე გაიმართოს დებატები“, – განაცხადა კალაძემ.