23.11.2024

“ფაიზერის” ბუსტერ დოზამ ეფექტურობის 95.6 % აჩვენა

„ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95.6 %-მდე გაზარდა, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოქვეყნებული კვლევით დასტურდება. მათი განცხადებით, ცდებმა შეამოწმა 16 წლიდან ზევით ასაკის 10 000 ადამიანი და აღმოაჩინა, რომ ბუსტერულ დოზას ჰქონდა უსაფრთხოების კეთილსაიმედო პროფილი.

კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 16-დან 55 წლამდე მერყეობდა.

„ფაიზერში“ მანამდე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა ორმაგი დოზის შემდეგ, კვლევების მიხედვით, დროთა განმავლობაში 96 %-დან 84 %-მდე იკლებს, კერძოდ, მეორე დოზიდან ოთხი თვის შემდეგ.

ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაგეგმა ბუსტერული დოზების შემოღების საკითხი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img